18:13 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 21:53:13, 1459 ნახვა

კომენტარი
კვიციანი სინოდის განჩინებაზე - მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა

„მადლობა ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით“, - ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი ზიარების წესთან დაკავშირებით წმიდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა.

„ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა!

მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა - ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებულ სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია, უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა.

მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა, მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ. „მადლობა ჩემო მტერო კორონა, საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის“.

პ.ს.ჩემო აფხაზო ძმებო და დებო, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო, ჩავთვალოთ, რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში, ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო, მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ“, - განაცხადა კვიციანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
ქეთევან დედოფალზე გაკეთებული განცხადებების გამო, ირანის ელჩი საგარეოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics