18:59 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 18:11:41, 949 ნახვა

პოლიტიკა
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებმაც არ მიატოვეს აფხაზეთის ძალით დაბრუნების იდეა. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, სოხუმში ე.წ  „სამამულო ომში გამარჯვების 33-ე წლისთავისადმი“ მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა.

„დღეს აფხაზეთში ცხოვრება მშვიდობიანია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარშემო ვითარება კვლავ რთულია. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებმაც არ მიატოვეს აფხაზეთის ძალით დაბრუნების იდეა. ეს მოითხოვს, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დასაცავად.

ჩვენ ვაძლიერებთ აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს, ვზრდით მათ საბრძოლო მზადყოფნას და ვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციასთან“, - ციტირებს TASS სოხუმის ლიდერის სიტყვებს.

„ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიმშვიდე ჩვენი ხალხისთვის. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობა. დღევანდელი აღლუმი არა მხოლოდ გამარჯვებულთა თაობისადმი პატივისცემაა. ეს იმის დასტურია, რომ აფხაზეთს ახსოვს თავისი ისტორია და აქვს ძალა, დაიცვას თავისი სამშობლო“.

გუნბას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს „იმისათვის, რომ ასეთი დიდი ფასად მოპოვებული მშვიდობა შენარჩუნდეს, აფხაზეთი განვითარდეს და გაძლიერდეს, ხოლო მომავალმა თაობებმა თავისუფლად იცხოვრონ სამშობლოში“.

SOVA-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics