|
2020-03-18 16:06:01, 1268 ნახვა
კომენტარი
ჩიქოვანი - 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველებსა და მარტოხელებს საქართველოს ფოსტა, სახელმწიფო სერვისის ადგილზე მიწოდებით უზრუნველყოფს
„70 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მივეცით რეკომენდაცია, რომ დარჩნენ სახლში და მაქსიმალურად იყვნენ იზოლირებულები, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები და მარტოხელები, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სერვისის მიწოდებას ადგილზე და შესაბამისად, ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა იმ თანამოქალაქეებისთვის საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობაზეც ისაუბრა, რომლებიც არიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დაბრუნების სურვილი აქვთ. „ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ვინც არიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ და აქვთ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ ხელი შევუწყოთ ამისთვის. მოქმედებს რამდენიმე კომერციული რეისი, რომლებიც სრულდება საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი ავიაკომპანიების მხრიდან, მაქსიმალურად შევინარჩუნებთ ამ რეისებს. ასევე, საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, მთელი მსოფლიოს ირგვლივ, ცდილობენ განსაზღვრონ კონცენტრაციის ის ადგილები, რომლებიც, განსაკუთრებულად, ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს აერთიანებს და ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავგეგმოთ და ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს კონკრეტული მიმართულებებით გადაადგილდნენ, შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება თუ საიდან განხორციელდება რეისები იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დავაბრუნოთ სახელმწიფოში," - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)