19:07 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:40:47, 1514 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ეხლა სწორედ ის მომენატია როდესაც ერთმანეთზეც და ჩვენ ქვეყანაზეც უნდა ვიზრუნოთ

ეხლა სწორედ ის მომენატია როდესაც ერთმანეთზეც და ჩვენ ქვეყანაზეც უნდა ვიზრუნოთ, იმისთვის რომ ვირუსს გავუმკლავდეთ და შემდგომ აღდგენის ეტაპი გავიაროთ ყველაზე სწრაფად - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 


მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო  საგანგებო სიტუაციას აუცილებლად მიიღებს. 


"ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება გადავდგათ ისეთი ნაბიჯები ,გამოვიწვიოთ პანიკა და ის რაც გვქონდა შაბათ-კვირას, გაჩნდეს აუხსნელი მოთხოვნა ელემენტარულ პროდუქტებზე და მივიღოთ შედეგად ის, რომ  პანიკური პროცესები შეგვექმნას ორ დღეში, როდესაც ამის საფუძველი რეალურად არ არსებობს.


 მარაგები საკმარისზე მეტია და მათი მართვა ხდება ნორმალურად. ორ დღეში დადასტურდა, რომ პანიკური მოთხოვნის საფუძველი არ არსებობდა. შეიძლება რაღაც მომენტში მოგვიწიოს კარანტინული მდგომარეობის გამოცხადება და დამძიმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულად ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვა. თუ კომპანიებთან , ბიზნესთან სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან , სახელმწიფოსთან ურთიერთობა იქნება ეფექტური, ჩვენ შევძლებთ მივიღოთ იგივე შედეგი ისე რომ ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ჯანმრთელობას და ქვეყანას, ეს არის ჩვენი ამოცანა.


 როგორც კი დავინახავთ რომ სხვა გამოსავალი არ არის საგანგებო მდგომარეობა კი არა უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი არის ჯანმრთელობა. ამასაც მოვერევით აქედანაც გამოვალთ და ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ კონკურენტულ რეგიონში, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები რომლებზეც ვიყავით. ხომ გახსოვთ წლის ბოლოს და დასაწყისში რამხელა პოზიტივი იყო, ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ძალიან კარგად მივდიოდით. გლობალური გამოწვევაა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, ამას ვაკეთებთ იმისთის, რომ ადამიანებს მივცეთ რეკომენდაცია და ერთმანეთზე ვიზრუნოთ.


  ეხლა სწორედ ის მომენატია როდესაც ერთმანეთზეც და ჩვენ ქვეყანაზეც უნდა ვიზრუნოთ, იმისთვის რომ ვირუსს გავუმკლავდეთ და შემდგომ აღდგენის ეტაპი გავიაროთ ყველაზე სწრაფად", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics