|
2020-03-13 18:02:44, 1673 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ პირველი ქართული ნეობანკი - SPACE გერმანიის ბაზარზე შედის
„თიბისი“ ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი - Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს. Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი. პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული. მის ფუნქციონირებას საქართველოში არსებული სფეისის გუნდი და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება. გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ. გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის. სფეისი პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს. მათ შორის: · ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას; · სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს; · სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს; · კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე; · VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით; · მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის; · უნიკალურ ლოიალობის პროგრამას; · სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში. სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელმა კი 27 მლნ ლარს მიაღწია.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)