|
2020-03-12 18:37:58, 2123 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მზადაა დისტანციური მუშაობისთვის
„თიბისი“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება. თიბისის სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება. განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს. ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. თიბისი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრის და მომხმარებლის ჯანმრთელობა! გისურვებთ ჯანმრთელობას!
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)