|
2020-03-10 19:37:59, 3060 ნახვა
კომენტარი
გიორგი კახიანი: მთავარია, ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საარჩევნო ოლქების დაკომპლექტების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანმა ტვ„იმედის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ოლქების განაწილებისას ძირითადი ყურადღება თანასწორობის პრინციპის დაცვაზე გამახვილდება.
„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ თანასწორობის პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი, თუმცა ის, რომ ოლქების რაოდენობა შემცირებულია, გულისხმობს, რომ ძალიან გამსხვილდა ცალკეული ოლქის მასშტაბი. შესაბამისად, თითოეულ ოლქში დაახლოებით, 115 ათასი ამომრჩეველი იქნება. რა თქმა უნდა, ზუსტად ამ ციფრის დაცვა შეუძლებელია და დაახლოებით გადახრა იქნება 15%-ის ფარგლებში. მთავარია, რომ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული ისე, როგორც ამის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია მოგვცემს. ამ ეტაპზე უკვე ითქვა, რომელ რეგიონში რამდენი ოლქი იქნება და ეს ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად როდესაც ითქვა, რომ თბილისში 22-ის ნაცვლად 7 ოლქი იქნება, ეს გულისხმობს იმას, რომ ეს ოლქები ძალიან გამსხვილდება. როდესაც კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიცირება მოხდება იქ გაიწერება კონკრეტული ოლქების საზღვრები. განხილვის პროცესში ამაზე იქნება მსჯელობა, მაგრამ ეჭვი მეპარება, რაიმე ცვლილებების შესაძლებლობა იყოს. მსჯელობა ყოველთვის შეიძლება და ჩვენ ამისთვის გახსნილები ვართ “, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის გაგრძელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების პარალელურად საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებიც განხორციელდება.
„ეს პროცესი უკვე დაწყებული იყო და მისი განხილვა გაგრძელება, მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციების და საერთაშორისო სტანდარტების მაქსიმალურად დაცვით ჩვენს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები აისახება. დარწმუნებული ვარ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში წარიმართება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)