|
2020-03-10 10:44:40, 2700 ნახვა
სამართალი
დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაცია გაიმართება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე მოსამართლეებთან კონსულტაციები 15:00 საათზე გაიმართება. 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ჩაინიშნება, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, აღნიშნული კონსულტაციები მხოლოდ ფარსია და უზენაესის თავმჯდომარედ ის ადამიანი იუქნება არჩეული, რომელიც ხელისუფლებისთვის კომფორტულია. „ვითომ დემოკრატიონობანას თამაშით, ვითომ კონსულტაციით მოსამართლეებთან საბჭომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სინამდვილეში ეს იქნება მხოლოდ ფარსი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ უზენაესის თავმჯდომარედ იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც კომფორტულია ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა თითქმის 2 წლის წინ დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)