05:38 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 11:49:28, 2997 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ს. შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, აღნიშნულზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 381   პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული  ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის  - 1987 წელს დაბადებული ნ.ს.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოსცეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 381   პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics