|
2020-03-06 14:28:55, 2527 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე საარჩევნო სისტემაზე - 110/40-ზე არ არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
„110/40-ზე არ არის პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის არჩ ერთი სიტყვა რა დაიჯერება, ისინი უბრალოდ პაიკები არიან. „როდესაც ამბობდნენ, რომ 110/40-ზე და 5-ით მეტი 5-ით ნაკლები, ეს იმას ნიშნავს, რომ წუხელ ბიძინა ივანიშვილმა უფრო მწარე სიზმარი ნახა, ვიდრე მანამდე და ახლა ისევ უკან იხევს. არავინ არ იცის საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის ერთი ადამიანი. ესენი არიან პაიკები, ამათი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერება. არც იმის გვჯერა, რომ ესენი მართლა რაიმეს დაარეგისტრირებენ. ვნახოთ, დაარეგისტრირონ და ამის შემდეგ იქნება გაცხადებული ჩვენი პოზიცია, რაც ისედაც ნათელია, შეწყდეს პოლიტიკური დევნა, შეწყდეს რეპრესიები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები და არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით. 110/40-ზე არ არის მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)