|
2020-03-04 12:39:53, 1811 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისთვის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. „სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ბორჯომი-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნ.მ-მ სხვა პირთან ერთად, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განზრახ დააზიანა მ.ფ-ს კუთვნილი მიკროავტობუსის კორპუსი და მინები. აღნიშნულის შემდეგ, მიკროავტობუსის ძარაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გამყიდველს ა.პ.-ს ნაჯახით თავის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს ნ.მ-მ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორ ა.გ-ს და თანხის გადახდის გარეშე, ავტომობილში საწვავი ჩაასხმევინა. სამართალდამცველებმა ნ.მ. 2019 წლის 12 ივნისს დაბა ბაკურიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)