|
2020-02-26 12:56:56, 1203 ნახვა
ეკონომიკა
PMCG ცენტრის კვლევითი დირექტორი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია
PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა, თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020"-ს ფარგლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა. „საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა. PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის მთლიანმა მაჩვენებელმა 2019 წელს 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და წინა წელთან 3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. „ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში დადებითი ტენდენცია გვაქვს, 12 %-ით გაზრდილია ექსპორტი. იმპორტი კი 1 %-ით შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ნახევარ მილიარდიანი შემცირებით გამოიხატა, რაც, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა", - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა. კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020"-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)