|
2020-02-25 16:33:30, 1797 ნახვა
ეკონომიკა
მიქაბაძემ მონაწილეობა, „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში", შეხვედრაში მიიღო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში" მიიღო. შეხვედრა პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის" (EU4Environment) ფარგლებში გაიმართა. მისასალმებელ სიტყვაში, ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ეკო - ინოვაციები წარმოებაში და რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს საწარმოებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნაყოფიერად თანამშრომლობს პროგრამასთან „ევროკავშირი გარემოსათვის" მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. „ეკო-ინოვაციების და რესურეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საშუალებას მოგცემს გვქონდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების რისკებს. მან უნდა დააჩქაროს სუფთა წარმოების და მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, მოიზიდოს მწვანე ინვესტიციები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ გამოყო მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა განახლებადი ენერგიების ათვისება, მწვანე შენობები, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და სხვ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ენერგო ეფექტურობის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის. ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა მოიცავს სამ მნიშვნელოვან კანონს, ესაა: კანონი ელექტრო მოწყობილობების ეტიკეტირების შესახებ; კანონი შენობების ენერგო ეფექტურობის შესახებ და ე.წ. ჩარჩო-კანონი ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით - კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სამრეწველო საწარმოებისთვის ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულად ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, ყოველივე ამის შედეგად, ქართულ საწარმოებს გარკვეულ ვალდებულებებთან ერთად დიდი შესაძლებლობებიც მიეცემათ რეალურად დანერგონ და განახორციელონ რესურს ეფექტური და სუფთა წარმოება, ხოლო ამის შედეგად, აამაღლონ საქონლის კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აგრეთვე ევროკავშირის, გაეროს, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)