|
2020-02-22 10:10:11, 2867 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: სექტორულ რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კარგი ინსტრუმენტია
„ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას", - ეს შეფასება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის დროს გააკეთა, სადაც FDI Intelligence-ს მიერ შემუშავებულ მომავლის ევროპის ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობის ხარჯეფექტურობის კომპონენტში თბილისისთვის პირველი ადგილის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა ეფექტურად იყენებს, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მიმართულებით და თანამშრომლობს სხვადასხვა სარეიტინგო პლატფორმებთან. კვლევა, რომელიც ეძღვნება ევროპული ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობას, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობას, მათ შორის ინვესტიციების ხარჯეფექტურობას, სწორედ ამ კატეგორიაში მიენიჭა თბილისს პირველი ადგილი, რაც კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. FDI Intelligence-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის წარმოდგენილია ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი. რეიტინგის შედგენისას მონაცემები ევროპის მასშტაბით 505 ლოკაციიდან შეგროვდა და შეფასდა ხუთი კატეგორიის მიხედვით: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი, ხარჯეფექტურობა, დაკავშირებულობა და ბიზნესისადმი მეგობრულობა (Economic Potential, Human Capital and Lifestyle, Cost Effectiveness, Connectivity and Business Friendliness).
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)