|
2020-02-20 18:47:05, 1325 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის" გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა
შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს აღმოუჩინა ეკონომიკის განვითარების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სექტორში. შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის შესახებ როგორც საგზაო უსაფრთხოების, ასევე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის - ე.წ. „შუა დერეფნის" გაციფროვნების მიმართულებით, რომელიც, აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს აღნიშნული დერეფნის ცნობადობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვაში აისახება. მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)