|
2020-02-20 16:18:44, 1289 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG ) წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ლევან კაკავამ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან პარტნიორობა წარმოადგენს. მისი თქმით: შემოსავლების სამსახური მზად არის განახორციელოს ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია და თანამშრომლობის გზით, დროულად განახორციელოს სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ,,ამასთან, მინდა ავღნიშნო რომ გადასახადის გადამხდელთა უმეტესობა, ნებაყოფლობით იხდის კუთვნილ გადასახადს, ასრულებს კანონით გათვალისწინებულ პირობებს და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარების საქმეში, თუმცა ყოველთვის არსებობენ პირები, რომლებიც შეგნებულად, განზრახ არ ასრულებენ საგადასახადო ვალდებულებებს. სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული ადმინისტრირება კი იქნება არაჯანსაღი კონკურენციისგან ბიზნესის დაცვის მყარი გარანტი და გამონაკლისის გარეშე, ყველა გადამხდელს თანაბარ პირობებში ჩააყენებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრას, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, შემოსავლების სამსახურის რეფორმებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი სოფიო არჯევანიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. დასასრულს, ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)