|
2020-02-19 15:51:20, 1538 ნახვა
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი - საქართველოს საზღვაო სექტორი ფეხს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებს
დოჰაში კატარის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და Lloyd List-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზღვაო და ლოჯისტიკურ სამიტზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სიტყვით გამოვიდა. მან საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საზღვაო ციფრულ სერვისებზე და ამ გამოწვევების ფონზე საქართველოს მზარდ შესაძლებლობებზე ისაუბრა. თამარ იოსელიანის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვაო გადაზიდვების სფეროში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტს დაეთმო, რასაც საქართველოს მთავრობა საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარების მიზნით ახორციელებს. გამოსვლისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და მისი განვითარების პერსპექტივები, რომელიც რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას უკავშირდება. ვიზიტის ფარგლებში თამარ იოსელიანმა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ბატონ ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა. კატარის სახელმწიფოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ჯასიმ საიფ აჰმედ ალ სულაიტისთან მიღწეული შეთანხმების თანახმად კატარი უახლოეს მომავალში ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს. ასევე, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ კატარი სტრატეგიულად არის დაინტერესებული რეგიონში ყოფნით, რა მიზნითაც კატარის სახელმწიფო განიხილავს კატარული კომპანიების ინვესტირების ხელშეწყობას საქართველოს სანაოსნო დარგში. საზღვაო განათლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში თამარ იოსელიანი კატარის მინისტრს კადეტების საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზეც ესაუბრა. თამარ იოსელიამნა მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მნიშვნელობა და მიაწოდა კატარულ მხარეს ინფორმაცია მომდევნო ფორუმის შესახებ, რომელიც 2020 წლის 15 -17 სექტემბერს გაიმართება ქ. ბათუმში. კატარს ყავს 131 გემისგან შემდგარი თანამედროვე სატანკერო ფლოტი, რომელიც სახელმწიფო ნავთობ კომპანიას ემსახურება. ქართველი მეზღვაურები ძირითადად სწორედ ტანკერებზე სპეციალიზირდებიან. შესაბამისად კატართან მემორანდუმის გაფორმება მათი დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ვლადისლავ კრიკლისთან შეხვედრაზე. საუაბრი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს და რეგიონში მის მნიშვნელობას. კადეტების და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განხილული იქნა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილეს საზღვაო ლოჯისტიკურ კომპანია - „მილაჰა"-ს (MILAHA M & L) CEO-სთან გამართულ ორმხრივ შეხვედრაზეც.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)