|
2020-02-19 10:56:50, 1116 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ მაღალი რანგის ფორუმი გამართა
მსოფლიო საფოსტო კავშირმა UPU-მ, შვეიცარიის ქალაქ ბერნში, მაღალი რანგის ფორუმი გამართა, რომლის დროსაც ჩატარდა პანელური დისკუსიები UPU-ს გაფართოების მიზნით, რაც გულისხმობს საფოსტო დარგის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. რიგ ქვეყნებში საფოსტო დარგის ლიბერალიზაციამ, პრივატიზაციის მაკრო ტენდენციებმა და ელექტრონული კომერციის თანმდევმა ზრდამ ტრადიციული საფოსტო სექტორის საზღვრები მთლიანად გარდაქმნა, ამასთანავე კერძო მოთამაშეების მონაწილეობამ გაზარდა კონკურენცია, ხოლო დიგიტალიზაციამ განსაზღვრა ფუნდამენტური ძვრები საფოსტო ბაზრის ყველა სეგმენტში. მიუხედავად ამ სტრუქტურული ცვლილებებისა, დაინტერესებული მხარეები საფოსტო სექტორიდან სრულად არ არიან წარმოდგენილნი UPU-ში, ამით ორგანიზაცია პოტენციურად ზღუდავს მისი უნივერსალური ხასიათის შენარჩუნებას. ეს კი ეწინააღმდეგება გაეროს სისტემაში სხვა დარგობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ტრანსფორმაციებს, რომლებმაც მოახდინეს გაფართოება მათ დარგობრივ წარმომადგენლობებში კერძო მხარეების დაშვებით. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან, ასევე სამოქალაქო გაერთიანებების წარმომადგენლები, დასკვნით პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა გახლდათ ერთადერთი ეროვნული საფოსტო ოპერატორი, რომელიც მონაწილეობას იღებდა პანელურ დისკუსიაში და წარმოადგენდა ეროვნული ოპერატორების ინტერესებს. „ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საფოსტო დარგის კერძო წარმომადგენლებთან და თუ მსგავსი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება გლობალური მასშტაბით, ეს ხელსაყრელი იქნება როგორც ეროვნული ოპერატორებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. მსგავსი თანამშრომლობით შესაძლოა შეიქმნას ახალი სერვისები, დაიხვეწოს და განვითარდეს საფოსტო პროდუქტები, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე. ამასთან რეფორმის განხორციელებისას, UPU-მ უნდა იხელმძღვანელოს წარსული გამოცდილებით და არ დაუშვას საფოსტო დარგის ლიბერალიზაციის დროს დაშვებული შეცდომების განმეორება, კერძოდ ცნობილი პროცესი „Cherry Picking“, კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. ფორუმის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის პანელის ფარგლებში განხილულ საკითხებს და UPU-ს 27-ე კონგრესზე წარადგენს სამუშაო გეგმის სახით. მსოფლიო საფოსტო კავშირი UPU გახლავთ, უნივერსალური საფოსტო კავშირი, რომელიც 1874 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 192 ქვეყნის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა და დაარსების დღიდან ემსახურება უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპების დაცვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თითოეული მოქალაქის უფლება შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)