|
2020-02-18 10:22:06, 1758 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი მალაიზიაში ნიკოლოზ აფხაზავა და საქართველოში მალაიზიის საპატიო კონსული ჯემალ ინაიშვილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის მხრიდან ესოდენ მაღალი დონის ვიზიტი დიდი ხანია არ შემდგარა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აღინიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და სხვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რადგან მალაიზიასა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივე 2020", რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიო 190 - ე ქვეყანას შორის მე-7-დეა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დასახელდა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, განათლება და სხვ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მალაიზიის ბაზარი მიმზიდველია საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის. ამავე დროს, მალაიზიურმა მხარემ გამოხატა დაინტერესება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ეფექტიანობით, რომლებიც საქართველოს აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს სივრცესთან და სხვა ქვეყნებთან. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეტ ყურადღებას მიაქცევენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეების დაახლოებასა და ორივე ქვეყანაში სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩატარებას.
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
დრონები ურალის და პერმს, დაესხნენ თავს სადაც ლუკოილის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)