|
2020-02-17 13:10:18, 1044 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში, 20 პროცენტამდე გაიზარდა
„თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე“, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტი მასშტაბური ტემპით ვითარდება. „ტურიზმის ინდუსტრიაში, 2020 წლის იანვარი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპებით, რომელიც უდრის 19-20 პროცენტს, უშუალოდ მოგზაურების, ისევე, როგორც ტურისტების მონაცემებით. ჩვენ, ასევე, საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს უშუალოდ ტურისტების დანახარჯების კუთხით და სულ რაღაც იანვრის თვეში, ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან ეკონომიკაში გაიზარდა 20 პროცენტამდე. ჩვენ გვაქვს სწორი სტრატეგია. ქუთაისის აეროპორტი ძალიან დიდი და მასშტაბური ტემპებით ვითარდება, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ასეთივე სტატისტიკით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში ტურისტების ნაკადის შემოსვლა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)