|
2020-02-13 21:58:42, 2165 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: დღეს ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე
დღეს, ჩვენი ეკონომიკა იზრდება ხარისხობრივი კომპონენტების ხარჯზე,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში, „დღის ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად" საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვან ფისკალურ მაჩვენებლებზე. „მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი არ მოგვცემს სრულ სურათს. ჩვენ ეს მონაცემები კომბინაციაში უნდა დავინახოთ რამდენიმე სხვა ფაქტორთან ერთად. მათ შორის, ეს არის დეფიციტი - ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ფაქტიური მონაცემებით არის 2.1 მაშინ, როდესაც დაგეგმილი იყო 2.5-2.6-ის ოდენობით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად დაბალი, ეს მშპ-ს 4.4 პროცენტამდე, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ, ვერ ვიფიქრებდით, რადგან ეს მაჩვენებელი იყო 12-13 პროცენტიან ნიშნულზე. შესაბამისად, ციფრების ეს კომბინაცია გვაძლევს შემდეგ სურათს - ერთი, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა არ ხდება ვალების დაგროვების ხარჯზე, მაღალი დეფიციტის ხარჯზე და მეორე არ ხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის ხარჯზე, არამედ პირიქით, მისი შემცირების ფონზე. გამომდინარე აქედან, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ეკონომიკის ასე ვთქვათ, რაოდენობრივ ზრდაზე, არამედ ხარისხობრივ ზრდაზე. დღეს, ჩვენ თვისობრივად გვაქვს მაღალი ზრდა და ხარისხობრივად უკეთესი. იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, ექსპორტი არის გაზრდილი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის რეკორდულად შემცირებული და ამავდროულად, როგორც აღვნიშნე, გვაქვს ბიუჯეტის დაბალი დეფიციტი. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ჩვენ სესხის, ვალების, დამატებითი სტიმულის ხარჯზე კი არ ვიზრდებით, არამედ ვიზრდებით ორგანულად და ხარისხობრივად. ამ კონტექსტში მთავარი არის, რომ ეს ტრენდი გაგრძელდეს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მთავრობის მიერ დაწყებული შიდა რეფორმები, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდასა და შემდგომ განვითარება
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)