11:54 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 15:16:17, 1561 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდასა და მდგრადობას უზრუნველყოფს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ადასტურებს, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის მდგრადობას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ცალსახად გაუსვა ხაზი   გასულ წელს მიღწეულ პროგრესს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო მაღალი ეკონომიკური ზრდით, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების გადაჭარბებით შესრულების მიმართულებით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა. მათ მიერ დადებითად არის შეფასებული არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, არამედ სხვა ფისკალური პარამეტრების შესრულება, როგორიცაა: ფინანსური რესურსის ათვისების მაღალი მაჩვენებელი კაპიტალური მიმართულებით, მიმდინარე ხარჯების კონტროლი, ბიუჯეტის დეფიციტის დაბალი დონე, დღგ-ის დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება. ასევე, მისიის წევრთა შეფასებაში ხაზგასმულია ჩვენი სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობა და აღნიშნულია, რომ ეს რეფორმები საშუალებას იძლევა,  გაუმჯობესდეს ეკონომიკის ზრდის პოტენციალი, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობა, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობასა და სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, არსებობს ყველა საფუძველი იმისა, რომ აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელი მისიის ვიზიტიც იქნება წარმატებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics