|
2020-02-13 15:12:19, 1610 ნახვა
ეკონომიკა
ინტერნეტ მაღაზიები საქართველოში უფრო და უფრო ტრენდული ხდება
გლობალიზაციამ ინტერნეტი ყველა ოჯახის მუდმივ და საყვარელ სტუმრად აქცია. დღეს ჩვენი ჭკვიანი მოწყობილობის გარეშე, ნაბიჯის გადადგმაც გვაშინებს. ცოცხალი ურთიერთობები ვირტუალურმა ურთიერთობებმა, კალმით ნაწერი და ფოსტით გაგზავნილი წერილები, სოციალურ ქსელებში მიწერილმა სიტყვებმა, მაღაზიიდან მაღაზიაში სიარული კი ონლაინ პლატფორმებზე შესვლამ და პროდუქციის გამოწერამ ჩაანაცვლა. ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სასურველი ნივთის, ტანსაცმლისა თუ აქსესუარის რამდენიმე დღეში საკუთარ სახლსა თუ გარდერობში ხილვა. სწორედ ამიტომ ინტერნეტ მაღაზიების ბუმია თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოშიც მატულობს მათი რიცხვი. რომელი ინტერნეტ მაღაზიებია საქართველოში პოპულარული?
ჩვენი ქვეყნის ბაზარზე იზრდება ინტერნეტ მაღაზიების რიცხვი. ზოგიერთი ცალ ფეხს შედგამს ბაზარზე, ზოგიერთი ორივეს და ეგრევე ებმება კონკურენციაში. არიან ისეთებიც, ჩანასახშივე რომ გაქრობა ემუქრებათ და ქრებიან კიდეც. საკუთარი ნიშა უჭირავს liloshop-ს. იგი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლი“ ბაზაზე შექმნილი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც უკვე მეორე წელია მომხმარებელს სასურველ მისამართზე აწვდის პროდუქციას ხელსაყრელ ფასად. მრავალფეროვანი ასორტიმენტი, ხარისხისა და ფასის შესაბამისობა, მოქნილი საკურიერო მომსახურება, გადახდის ალტერნატიული მეთოდების არსებობა „ლილოშოპს“ ბაზარზე წამყვან პოზიციებს უნარჩუნებს. ამასთან, მას ჰყავს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, როგორიცაა: Vendoo, Mymarket, Extra და ა.შ. რა პროდუქტებზეა მოთხოვნა ყველაზე მეტად?
„ლილოშოპზე“ ნაირფერი პროდუქციაა და ამიტომაც მოთხოვნადია არა მარტო ერთი, კონკრეტული დასახელების, არამედ სხვადასხვა დანიშნულებისა და მახასიათებლის ნივთები. მოთხოვნათა ზრდა-კლებას სეზონების ცვლა განპირობებს, თუმცა არის ისეთი პროდუქცია, რომელიც მუდმივად ლიდერობს გაყიდვების კუთხით, მაგალითად, თავის მოვლის საშუალებები, საოჯახო ტექნიკა, ჭურჭელი, სათამაშოები და ა.შ. სეზონების მიხედვით კი ასეთი სურათი დგება: ზაფხულის პერიოდში თუ ყველა კონდიციონერს, ვენტილატორს, აუზსა და საზღვაო აქსესუარებს ყიდულობს, აგვისტოს მიწურულს ეს ნივთები პოპულარობას კარგავს. შემდეგ სასწავლო ციებ-ცხელება იწყება. ზამთარის პირველ თვეს საახალწლო პროდუქციაა განლაგებული ვირტუალური თაროების მოწინავე ადგილებზე, ხოლო შემდეგ ქურთუკები, ქოლგები, გამათბობლები მოიპოვებენ ყველაზე გაყიდვადის სტატუსს. გაზაფხულზე გარდერობის გადახალისების, სახლის ფერადი ნივთებით, ახალი აქსესუარებით შევსების დრო დგება და „ლილოშოპზეც“ შესაბამისი კატეგორიები წაიწევენ წინ. რატომ ირჩევს უფრო და უფრო მეტი ხალხი ონლაინ მაღაზიებს?
დღეს ყველას სადღაც ეჩქარება, თითოეული წუთი და საათი დაგეგმილია. ადრე თუ საყიდლებზე წასვლა ნამდვილი რიტუალი იყო, ახლა მაღაზიიდან მაღაზიაში საათობითა და ტაატით სიარული ონლაინ პლატფორმებზე ხეტიალმა ჩაანაცვლა. სახლიდან, ოფისიდან გაუსვლელად ღილაკებზე თითის დაჭერით სასურველი ნივთის შეძენის შესაძლებლობამ ნამდვილად მოხიბლა ადამიანთა უმრავლესობა. გამოთავისუფლებული დრო, შემცირებული დამატებითი ხარჯები, დაზოგილი ენერგია, მრავალფეროვანი არჩევანი, ხელმისაწვდომი ფასი ის უპირატესობებია, რომელთაც ონლაინ სივრცე სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ირჩევს ინტერნეტ მაღაზიებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)