|
2020-02-12 16:57:52, 1511 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს ალიშერ აბდუალიევს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე, იმ უპირატესობებზე, რომელიც უზბეკურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ექნებათ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური პარტნიორები არიან, თუმცა ორ ქვეყნას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, რომლის ათვისებაც სრულად უნდა მოხდეს. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა მოხდეს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი. 2019 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 105,51 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. უზბეკეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მე-10 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ტურიზმს, 2019 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 16 785 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 102%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)