|
2020-02-11 16:21:14, 1379 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი გამოაცხადა
11 თებერვლის 12.00 საათიდან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი. დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ და მომზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც არამხოლოდ წიაღისეულის მოპოვებას, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ ადგილზე გადამუშავებასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა მარნეულში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ახალი კომპონენტი წარუდგინა, რომელიც საქართველოში არსებული სხვადასხვა წიაღისეულის ათვისებას ითვალისწინებს. „ახალი ინიციატივა - წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა, კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე, ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანიო, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" წიაღისეულის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია დღეს მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი კომპონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა. პროგრამის გაფართოება და მის ფარგლებში წიაღისეულის ასი სალიცენზიო პარალელური აუქციონის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორციელდა.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)