12:37 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 12:35:43, 1426 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი" მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში, რომელზეც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ციფრულ სამყაროში პოზიტიური ცვლილებების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ორგანიზაციის „ISOC - საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, აგრეთვე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სხვა პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა.
 
მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, „უსაფრთხო ინტერნეტის დღის" მიზანია ისეთი უსაფრთხო და უკეთესი ინტერნეტის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ტექნოლოგიები პასუხისმგებლობის, სხვებისადმი პატივისცემის, კრიტიკული მიდგომის და შემოქმედებითი აზროვნების საფუძველზე.

„მსოფლიოში ინტერნეტის მოხმარებამ იმატა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა და განსაკუთრებით ბავშვები დაცული იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც ამ სივრცეში არსებობს. ჩვენ ევროკავშირის დახმარებითა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების ჩართულობით ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია შევიმუშავეთ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ინტერნეტ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც მალე დავასრულებთ," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღე"  2005 წლიდან  ყოველ თებერვლის თვეში აღინიშნება "ინსეიფ/ინჰოუპ" (Insafe/INHOPE) ერთობლივი ქსელის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით. ის წარმოადგენს გლობალურ მოძრაობას, რომელიც ეძღვნება უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შექმნას, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის. ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics