|
2020-02-08 16:13:17, 2296 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდა DCFTA - ის წარმატებული შეთანხმების შედეგია
მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა" ორგანიზებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. მასში ასევე მონაწილეობენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის", სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში. „DCFTA“ - ის წარმატებული შეთანხმების და ეფექტური განხორციელების შედეგია, რომ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებამდე ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65 პროცენტი ეკავა, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 89 პროცენტს შეადგენს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. მისი თქმით, პროცესის უფრო მეტი პოპულარიზებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების სარგებლიანობისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე, რაშიც ხელისუფლებას მედიის მხარდაჭერისა და პარტნიორობის იმედი აქვს. „DCFTA“ - ის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ კუთხით ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეა მედია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში DCFTA - ის იმპლემენტაციის პროცესი. ამავე დროს, მსგავსი საკომუნიკაციო ფორმატი ორმაგად სასარგებლოა", - განაცხადა გენადი არველაძემ. „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ შეთანხმების ნორმების დანერგვის მიმართულებით, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, გაზრდილი ექსპორტი კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის გაზრდილ კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 9 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრაზე მედიის წარმოადგენლებს ვროკავშირთან ვაჭრობის წარმატებულ მაგალითებზე ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების - „გეონატურალსის", „ჯორჯიან პროდაქტის" და „ჩიკორის" ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციებს.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)