|
2020-02-08 10:48:17, 2249 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი - 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს., ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, 1996 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 1992 წელს დაბადებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - ა.ა.-ს. „გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)