|
2020-02-01 14:56:33, 3183 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - Trace International-ის ინდექსის ბოლო შეფასება აღიარებს, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია
„საქართველოში ბიზნესის თავისუფლების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესებულია და სწორედ ეს რეალობაა ასახული გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის ბოლო შეფასებაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გავლენიანი ორგანიზაცია Trace International-ის რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასებისას განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ შეფასებაში არის ხელისუფლების კორუფციაში ჩაურთველობა და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მე-6 ადგილზე ვართ. ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს. „ეს გავლენიანი შეფასება აღიარებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ევროპისა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან შედარებით. ამის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია ის გაზრდილი ნდობა, რასაც ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ იჩენს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმითვე, ეს ნდობა აისახება მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, რომელმაც 2019 წლის წინასწარი მონაცემით, 5,2 პროცენტი შეადგინა, ეს აისახება ბიზნესის გაზრდილ აქტივობაში პრივატიზაციის, სხვადასხვა სახის ლიცენზიების მიმართ. „ის, რომ ჩვენ, იგივე გამჭვირვალობის ხარისხით, სხვადასხვა განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ჩეხეთი თუ სხვა ქვეყნები, სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ევროპული კომპანიები საქართველოში ჩამოდიან, იწყებენ აქ ახალ ბიზნესებსა და ახალ პროექტებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის რეკეტის რისკისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ვართ. ცნობისთვის, ორგანიზაცია Trace International-მა რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 18-ე პოზიციას იკავებს.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)