|
2020-01-30 10:57:01, 1819 ნახვა
ეკონომიკა
გახარია: ეკონომიკის სამინისტრო გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას ნიშნავს
„ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში. „ამ ინიციატივასთან ერთად („100 შეთავაზება ბიზნესს“) ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალზე კარგი ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას, იგივე მიდგომას სასარგებლო წიაღისეულის, როგორც 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზების ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრვი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალზე სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს 100 დამატებით პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით, 120 მილიონის ინვესტირების ბაზისი შექმნას, ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში ან საერთოდ არ არის იდენტიფიცირებული, იყოს იდენტიფიცირებული და მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში, მოხდეს მისი პრივატიზება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)