|
2020-01-17 14:24:37, 1720 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1269,794 გრ. ნივთიერება „ADB-FUBINACA", რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ნაერთთა კლასს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერების ნაწილი 2019 წლის 29 ივლისს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის, ხოლო ნაწილი 22 აგვისტოს, ქ.რუსთავში, ბრალდებულის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს. "სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 96,2421 გრ. ნარკოტიკული საშუალება "მდმა", (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 1,5381 გრ. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც ამოღებული იქნა ბრალდებულის პირადი და მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2019 წლის 29 ივლისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინა (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)