|
2019-12-27 10:26:41, 1112 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროფესიული განათლების სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატები და დიპლომები ევროკავშირში იყოს აღიარებული
„დასაქმების პროაქტიულ პოლიტიკაზე საუბრისას, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, როგორ უნდა შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის ჩვენი უფლებების რეალიზება. ეს უფლებები მოგვენიჭა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებას, არამედ ღირსეული, ლეგალური დასაქმების უფლებას," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროატლანტიკურ კურსს უჭერს მხარს. „ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებაა, რომ საერთო ევროპულ სახლში არ მარტო დასასვენებლად დავდიოდეთ, ან ვვაჭრობდეთ, არამედ გვქონდეს ერთობლივი ბიზნესები, ასევე საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების შესაძლებლობაც. ყოველივე ამას ორგანულად მოყვება ის, რომ ადამიანები შეძლებენ, თავად აირჩიონ, როდის და სად უნდათ ლეგალურად დასაქმება, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ყველგან დაიცვას მათი უფლებები და ასევე იყვნენ თანაბარ და კონკურენტულ მდგომარეობაში კონკრეტული ევროპული ქვეყნის მცხოვრებლებთან. ჩვენ ეს უფლება მოვიპოვეთ და ახლა გვინდა ამის რეალიზება," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სექტორის რეფორმაზე და კონკრეტულად პროფესიულ განათლებაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებთან, სადაც უმთავრეს პრობლემად კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დასახელდა. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავსი ვითარებაა ტექსტილის სექტორში, ენერგეტიკაში, მშენებლობაში და სხვ. „ჩვენ, პირველ რიგში, იმაზე ვმუშაობთ, რომ პროფესიული განათლების სისტემაში მომზადებული და გადამზადებული ადამიანების მიერ მიღებული სერტიფიკატები და დიპლომები აღიარებული იყოს მთლიანად ევროკავშირში. ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მოვამზადებთ კადრებს, რომლებიც იქნებიან კონკურენტულები არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად ევროპული მასშტაბით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)