|
2019-12-23 16:13:14, 1618 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: 800 000-მდე მანქანამ გაიარა ტექინსპექტირება და უმჯობესდება გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მაჩვენებელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ზეპირ მოსმენაში, სადაც სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე პროცესი, არსებული შედეგები და გამოწვევები განიხილეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. „მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტში შექმნილ თემატურ ჯგუფთან, რომელიც იკვლევს რეფორმის შედეგებსა და გამოწვევებს, მათ გავუზიარეთ რეფორმის სტატისტიკა და სამომავლო გეგმები. მოგეხსენებათ, 800 000-მდე სატრანსპორტო საშუალებამ უკვე გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თავიდან მათი დახარვეზების მაჩვენებელი იყო მაღალი, თუმცა, იმედის მომცემია ხარვეზის გამოსწორების კოეფიციენტი, ვინაიდან, რეალურად, ავტომფლობელები უკვე ყურადღებას აქცევენ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას და დადგენილ ვადებში ხდება ხარვეზების გამოსწორება. ასევე შევეხეთ რეფორმაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია და მალე ძალაში შედის" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი საღირაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის ეტაპობრივად გამკაცრდება გამონაბოლქვის კონტროლის წესები, კერძოდ: • 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე - 0.7%; • 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ - სვლაზე 0.6%; • 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე. ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ. ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც - იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2020 წლის პირველი აპრილიდან კი რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)