|
2019-12-21 10:40:43, 3163 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მიზანია, შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპულ სივრცეში
„მომავალი წლის სამოქმედო გეგმას ერთი რომელიმე პრიორიტეტის გამოყოფით თუ განვსაზღვრავთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება პროაქტიული დასაქმების პოლიტიკა, იმ მიზნით, რომ მეტი ადამიანი დასაქმდეს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას," - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, 2018 წელს პირველად გადააჭარბა დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვმა თვითდასაქმებულთა მაჩვენებელს, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ დონეზე დაფიქსირდა. „ყველა საინვესტიციო პროექტში მთავარ აქცენტს ვაკეთებთ დასაქმების ვალდებულებებზე. ყველა პროექტის წარმატებას ახალი სამუშაო ადგილების მაჩვენებლით ვსაზღვრავთ. განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების განვითარებას, რაც ბევრი მზარდი ინდუსტრიის წინაშე მდგარ გამოწვევას პასუხობს, მათ შორისაა, ტექსტილი, ენერგეტიკა, სამშენებლო სექტორი და მედიცინა და სხვ. ჩვენი სტრატეგიული მიზანია, შევუქმნათ ადამიანებს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ერთიან ევროპულ სივრცეში, რათა ისინი დაეუფლონ ყველა სიკეთეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს მოაქვს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღება თუ ღირსეული დასაქმება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)