|
2019-12-18 14:47:51, 1748 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ თვითდაზიანება „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ მიიყენა
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლუკა სირაძის გარდა, თვითდაზიანება „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ, 15 წლის გოგონამ მიიყენა. ამის შესახებ თოლორაიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯომარე სოფიო კილაძეს შეხვდა. ინსპექტორმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება. „ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში. ნებისმიერი პირი, რომლის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“, - აღნიშნა თოლორაიამ. შეგახსენებთ, საქმე ეხება „მწვანე სკოლის“ კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რის გამოც, ადმინისტრაციამ სკოლაში პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამოკითხვისას გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)