|
2019-12-18 10:14:45, 6445 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება - ბრალი ორი მუხლით ჩამოყალიბებულია
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ორ მუხლს თითქმის ორი დღე განიხილავდა. ინტენსიური დებატების შემდეგ, პალატამ დღეს ორივე მუხლი დაამტკიცა. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი პოლიტიკური მოგების მიზნით და კონგრესის იმპიჩმენტის გამოძიებისთვის ხელის შეშლა (ობსტრუქცია). პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებების და იმპჩმენტის მუხლების განხილვის შემდეგ, ამას უკვე სრული პალატის კენჭისყრა მოჰყვება. კომიტეტის შეხვედრა პროცედურული საკითხია იმისთვის, რომ პალატის სრული შემადგენლობის წინაშე იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ. ამ პროცესის პარალელურად, ტრამპი დემოკრატ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს "ტვიტერით" და თქვა, რომ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელ მედია-საშუალებებთან ერთად ისინი ცდილობენ რესპუბლიკური პარტიის ცხოვრება იმდენად რთული გახადონ, რამდენადაც შეუძლიათ. დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, შესაძლოა ისტორიაში მესამე ამერიკელი ლიდერი გახდეს, რომლის იმპიჩმენტიც მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)