|
2019-12-16 17:45:37, 1996 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ხდება. როგორც გამომძიებელმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. გამომძიებლის განმარტებით, 2010-2013 წლებში, ბოკერია საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, გამოძიებას მასთან ამ პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რაც შეეხება დეტალებს, კვიციანმა განმარტა, რომ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ აქვს მინიჭებული, ამიტომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. 2010-2013 წლებში, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი გიგა ბოკერია იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას აქვს კითხვები მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა. სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, შეზღუდულები ვართ შესაძლებლობის მხრივ და საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება, დადგა გიგა ბოკერიას დამატებით გამოკითხვის საჭიროება და შესაბამისად, მას დაესმება კითხვები“,- განაცხადა გამომძიებელმა. რაც შეეხება თავად ბოკერიას, ის მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს: „ახალი გარემოება გამოიკვეთა, არის პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და თავისი კლოუნების ბანდა პოლიტიკურ აგონიაში არიან. ჩემი შემთხვევა არ არის არც პირველი და არც მეორე, ზოგადად, ამ კურსს დაადგა და მიაჩნია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს ამ ლეგიტიმური ბრაზის და აღშფოთების შეჩერებას, რომელიც აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ამას ჩაახშობს. ეს არის სრული სიბრიყვე მისი მხრიდან, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. რაც უფრო მეტ უტიფრობას ჩაიდენს და ასლანის გზას დაადგება, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ფინალი“, - განაცხადა გიგა ბოკერია.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)