|
2019-12-14 14:01:17, 2629 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ინვესტიციების დაცვის შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის
საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა ოქმს მოლაპარაკების დასრულების შესახებ ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 1,5-წლიანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიმართა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მომდევნო ეტაპია შიდა სამართლებრივი პროცედურების გამართვა და შეთანხმების ოფიციალური გაფორმება. „ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების გაფორმება კარგი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის იაპონიიდან, რომლებიც განიხილავენ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას ბიზნესის კეთების მიზნით და მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას რეგიონის სხვა ბაზრებზე გასასვლელად. შეთანხმება იაპონიიდან მაღალტექნოლოგიურ სექტორებში მეტი ინვესტიციის შემოსვლის შესაძლებლობას შექმნის. აღნიშნული დოკუმენტის სრულფასოვანი ამოქმედება გაამყარებს ჩვენს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოზიციას. ამასთან, ხელშეკრულება ქართულ ბიზნესსაც გაუადვილებს იაპონიის ბაზარზე შესვლას და ინვესტირებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის პროგნოზით, საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის, ხელშეწყობისა და ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2020 წლის პირველ ნახევარში იქნება შესაძლებელი.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)