|
2019-12-13 16:16:52, 2655 ნახვა
სამართალი
ირლანდიასა და ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს [ვიდეო]
ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი - 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ. „დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დუბლინიდან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად აგზავნიდნენ ამანათებს (პირადობის დამადასტურებელ ყალბ საბუთებს), რომლებსაც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაადგილების მიზნით იყენებდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენის, ასევე, მათი კავშირების დადგენის და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ირლანდიისა და ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელლდა ხანგრძლივი, კოორდინირებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ გამოძიება 2018 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის სამეფოში დაკავებულ იქნა საქართველოს არაერთი მოქალაქე, რომლებიც ირლანდიაში გადასვლას გაყალბებული საბუთებით ცდილობდნენ. გამოძიების ფარგლებში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერების იდენტიფიცირება, გამოვლინდნენ ლიეტუვასა და სლოვაკეთში მოქმედი გაყალბებული დოკუმენტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები. 2018-19 წლის განმავლობაში ესპანეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი ყალბი დოკუმენტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეების მიმართ უკვე განხორციელდა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პროცედურები. სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის მიმართ გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსისი შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, ევროპის ქვეყნებში წარგზავნილი პოლიციის ატაშეების მეშვეობით, კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება აქტიურად ახორციელებს ეფექტიან ღონისძიებებს, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელგიელ, ფრანგ, უკრაინელ, ესპანელ, ირლანდიელ, იტალიელ და ჩეხ კოლეგებთან საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, 12 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 124 მოქალაქე, მათ შორის 3 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
აშშ-ირანის სამხედრო ესკალაცია: ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ირანული სამიზნეების დაბომბვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)