|
2019-12-12 12:08:20, 1839 ნახვა
სამართალი
„მოქმედი გენერალური პროკურორის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება“ - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფრომაციით, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის იურიდიული დიპლომის ნამდვილობა არ დასტურდება. ორგანიზაციის ცნობით, ასევე არ დასტურდება, რომ დათუმაძის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია გენპროკურორს მოუწოდებს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება „მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, პარლამენტში გასაუბრებისას, მის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებულ შეუსაბამობებზე განმარტებები გააკეთა. მოგვიანებით კი, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან წერილიც წარადგინა. აღნიშნული ინფორმაციის, საარქივო მასალებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არ დასტურდება მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. დასტურდება თუ არა შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისათვის გაგზავნილი წერილით? არ დასტურდება, რადგან განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის პასუხში პირდაპირ იკითხება, რომ შალვა თადუმაძეს მისთვის დიპლომის ნამდვილობის შესწავლის თხოვნით არ მიუმართავს და შესაბამისად, ცენტრს ამ საკითხზე არ უმსჯელია. დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძემ 5-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა? არ დასტურდება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არსებობდა თუ არა 1994-1998 წლებში ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე 5-წლიანი სასწავლო კურსი, ვინაიდან ცენტრი არ ფლობს ამ საკითხზე დოკუმენტურ ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაცია არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშია დაცული. საარქივო მასალაში ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც იძებნება, რექტორის მიერ 1997 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის 1997-1998 სასწავლო წლის გეგმაა, რომლის მიხედვითაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წელს შეადგენდა. დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძის მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის ხარისხს? არ დასტურდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცენტრმა ჰუმანიტარული ინსტიტუტის 1998 წლის კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია მაგისტრის ხარისხს გაუთანაბრა, მიუხედავად იმისა, რომ თავად სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. თუმცა, დამატებითი ინფორმაციის ძიებისას აღმოჩნდა, რომ ასეთი 3 შემთხვევა არსებობს და სამივე შემთხვევაში სტუდენტებმა სწავლა 1993 წელს სხვა სასწავლებლებში დაიწყეს, შემდეგ თადუმაძის სასწავლებელში გადავიდნენ და მასთან ერთად, 1998 წელს დაამთავრეს, მაგრამ თადუმაძისგან განსხვავებით, მათი სწავლის ხანგრძლივობამ მთლიანობაში 5 წელი შეადგინა. დიპლომის ნამდვილობის დადასტურება გულისხმობს სწავლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის ინდივიდუალურ გამოკვლევას, ამდენად, თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა სხვა მაგალითების საფუძველზე ისედაც ვერ დადასტურდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში წარდგენილი არ არის შალვა თადუმაძის დიპლომის მაგისტრთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა ცენტრს ჰკითხა, უთანაბრდება თუ არა თადუმაძის დიპლომი არანაკლებ მაგისტრის დიპლომს. ცენტრის პასუხში ხაზგასმულია, რომ შალვა თადუმაძეს არც აღნიშნული კითხვით მიუმართავს მათთვის და შესაბამისად, ცენტრს ამის შესახებ არც უმსჯელია. ამის შესახებ არც უმსჯელია. დასტურდება თუ არა, რომ შალვა თადუმაძეს სასწავლებლის ექსტერნატის წესით დამთავრება შეეძლო? არ დასტურდება. წერილში მოყვანილია „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (01.08.1997) მუხლები, რომელთა თანახმად, განათლების მიღება შეიძლებოდა ექსტერნატის ფორმით. თუმცა, ამ პასუხში არ არის დაზუსტებული, რომ იმავე კანონის 57-ე მუხლის „ზ“ და „თ“ პუნქტების მიხედვით, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დამტკიცებულიყო ექსტერნატის ფორმით სწავლების დებულება, რომელიც, წესით, განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. თუმცა, ოფიციალური მიმოწერის საფუძველზე გავარკვიეთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არც განათლების სამინისტროსა და არც ცენტრს არ მოეპოვებათ და სავარაუდოდ, არც ყოფილა მიღებული. ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შალვა თადუმაძეს, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მისი უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის პროცედურის დადგენის მოთხოვნით და ასევე, იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ მიღებული განათლება მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)