|
2019-12-11 15:35:05, 1742 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის თიბისი ბანკი დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი" და „შილდა ჰიდროელექტროსადგური", რომლებსაც თიბისი ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა - CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ და 29 000-ზე მეტმა ოჯახმა 42 მილიონ ევროზე მეტი ენერგოკრედიტი მიიღო ექვსი ადგილობრივი ბანკისგან. ღონისძიებაზე EBRD-ის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ახალი პროგრამის - GEFF-ის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამის - CEEP-ის გაგრძელებაა. პროექტის ფარგლებში EBRD ენერგოეფექტურ პროექტებს დააფინანსებს. GEFF-ის ფარგელბში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 54 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი. EBRD-თან ერთად პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: მწვანე კლიმატის ფონდი - GCF და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო. მწვანე კლიმატის ფონდი მსოფლიოს უმსხვილესი ფონდია, რომელიც ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებებზე რეაგირებას. ახალი პროექტი კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი ბანკებისგან მიიღონ სესხი მწვანე ეკონიმიკის განვითარებაში საკუთარი წვლილის შესატანად. სესხის მიღება შესაძლებელია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და აღჭურვილობისათვის. მწვანე ტექნოლოგიების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - https://ts.ebrdgeff.com/georgia-ge/ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD საქართველოში ინვესტირების წამყვანი ინსტიტუტია. საქართველოში ოპერირების დაწყებიდან, ბანკმა მოახდინა 3.5 მილიარდ ევროზე მეტი თანხის ინვესტირება 237 ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგოსექტორში. ბანკის ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)