|
2019-12-04 12:42:22, 2274 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ბუდაღაშვილის განცხადებაზე, რომ მელიას, ოქრუაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ ჩვენებას სთხოვდნენ, გამოძიება დაიწყო
„ბრალდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მას პენიტენციურ დაწესებულებაში სთხოვდნენ, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, გამოძიება დაიწყო“, - ამის შესახებ 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, ზურაბ ბუდაღაშვილთან გამომძიებლები იყვნენ შესულები, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა ამ პროცესს მისი ადვოკატი დასწრებოდა. „აღნიშნულზე დაწყებულია გამოძიება და ბრალდებულთან ციხეზე იყო გამომძიებელი მისი დაკითხვის მიზნით, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რადგან სურდა დაკითხვას დასწრებოდა მისი ადვოკატი“, – ამბობს ვაჟა თოდუა. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, რომლის მიზეზადაც მან ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა დაასახელა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართავენ
ქადაგიშვილი - კარგია, როდესაც ადამიანები ათვითცნობიერებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს
ანი წითლიძე - ყველას მოვუწოდებ, თუ აქვთ საშუალება და სურვილი, რომ გამოიყენონ საპროცესო შეთანხმება
პროკურატურა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმებაზე მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)