|
2019-11-27 15:29:08, 2551 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული აცხადებს, რომ მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ
20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას სთხოვდნენ. როგორც ბუდაღაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაკავების შემდეგ, მასთან ყალბი სახელებით შევიდნენ და უთხრეს, რომ თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, მას და მის ოჯახის წევრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ. „საკანში ორი პიროვნება შემოვიდა და მითხრეს, პროკურატურიდან ვართო. თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას არ დაადებ ხელს, პრობლემები შეგექმნებაო. მე სიცილი დავიწყე, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ და საკნიდან გავიდნენ. ვიფიქრე ხელისუფლება აფექტშია და გადახარშავენ მეთქი. 18 ივლისს ეს კიდევ განმეორდა. ყალბი სახელებით და გვარებით შემოვიდნენ როგორც პატიმრები და მეუბნებოდნენ, რომ რომელიმეს - მელიას, უგულავას ან ოქრუაშვილს ხელი დაადე და პრობლემები მოგიგვარდებაო. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ციხეს თავისუფლება არ გირჩევნიაო? ამის შემდეგ 24 ივლისს ჩემი ძმა დააკავეს, წამალი ჩაუდეს. ეს უკვე სიგნალი იყო, რომ პრობლემებს მიქმნიდნენ. ამის შემდეგ ჩემს ძმასაც ეუბნებიან, შენმა ძმამ ჭკუა ისწავლოსო. ჩემზე ხორციელდება ზეწოლა. ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. ეს ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება იმაზე, რომ მე პოლიტიკოსს ხელი დავადო და პროკურატურა გზას გამიხსნის. ახლა ელოდებიან ჩემს დადასტურებას. როგორც კი მე ვინმეს ხელს დავადებ, ჩემი და ჩემი ძმის დაკავების პრობლემა მოიხსნება“, - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)