|
2019-11-27 12:04:00, 1907 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩეხეთის მთავრობის წევრებმა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს
პრაღაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროში, საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომიტეტის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე მარტინა ტაუბეროვა უძღვებოდნენ. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი წარმოადგენდნენ. როგორც კომიტეტის სხდომაზე გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველოსა და ჩეხეთს შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და არსებობს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ქვეყნებს შორის DCFTA-ის ფარგლებში მიღწეული სიკეთეების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით. გენადი არველაძემ ყურადღება ბიზნესმისიების და ფორუმების გააქტიურებაზე, ასევე, Czech trade-ის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა, რომელიც საქართველოდან რეგიონს დაფარავს და ხელს შეუწყობს ბიზნესკავშირების გაძლიერებას და ვაჭრობის ზრდას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ჩეხეთის მხარესთან ქართული ღვინის, თხილის, თაფლის და აკვაკულტურის პროდუქტების ჩეხეთის ბაზარზე განთავსების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და აქვს კარგი შესაძლებლობა ნიშურ ბაზარზე დაიმკვიდროს სათანადო ადგილი. ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა და მხარეები აგრძელებენ მუშაობას თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის. ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, ჩეხეთის განვითარების სააგენტო კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი კონტრიბუციის განხორციელებას დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ კვალიფიციური მუშახელის ჩეხეთის ბაზარზე ლეგალურად დასაქმებასთან მიმართებაში და ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.
(NS)
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
ნიუ-დელიში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)