|
2019-11-22 10:54:03, 1937 ნახვა
სამართალი
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვათ. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რიგ პროცესუალურ დარღვევებთან ერთად, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება უზრუნველყოს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ მცირე დროის განსაზღვრა; ჩანიშნული პროცესების დაგვიანებით დაწყება, რამაც რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების ვადების დარღვევა გამოიწვია; საქმეების დაუსაბუთებელი გაერთიანება; ავთენტურობისა და მასში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის გარეშე ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებებად დაშვება; პოლიციის მიერ წარმოდგენილი შაბლონური მასალები, მონაწილეთა ინდივიდუალური მახასიათებლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე; ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად. უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ახლადშექმნილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციელთა მიერ ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება“, - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)