|
2019-11-09 13:15:54, 1719 ნახვა
სამართალი
თალაკვაძე - ასეთ მოვლენებს, რასაც კინოთეატრებთან ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ
„ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ამასთან, თალაკვაძემ შსს-ს და პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი. ვფიქრობ, დღეს უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და სახელმწიფო ამას გააკეთეს“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 27 პირი დააკავეს, მათ შორის 24 თბილისში, 3 კი, ბათუმში. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ერთ-ერთი დაშავებული სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანია, რომელმაც განაცხადა, რომ აქციის მონაწილემ თავის არეში ქვა ესროლა.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)