2015-07-20 10:29:24, 302 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი შს ახალ მინისტრს 2-3 დღეში წარადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენამდე, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობას ვახტანგ გომელაური შეასრულებს, - ამის შესახებ „ექსპრესიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს.
ცნობისთვის, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა.
კერძოდ, შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველი აგვისტოდან შეიქმნება და როგორც უკვე ცნობილია, ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან