10:32 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-15 15:55:17, 5892 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 14 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ძალიან მალე შედგება და მისთვის მზადება უკვე დასრულებულია.

"ჩვენ ძალიან, ძალიან მალე გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. ვინაიდან ამას ჩვენს ჩინელ მეგობრებთან შეთანხმებით ვაკეთებთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ ადრეულად ვთქვათ," - განაცხადა პესკოვმა

ამას გარდა, South China Morning Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დასრუდებიდან სულ რამდენიმე დღეში, 20 მაისს ჩავა პეკინში.

SCMP-ს ინფორმაციით, პუტინის ვიზიტი არ ითვალისწინებს ისეთ გრანდიოზულ დახვედრას და ღონისძიებებს, რომლებიც ტრამპის ჩასვლისთვის იყო დაგეგმილი. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ერთდღიანი იქნება და ჩინეთსა და რუსეთს შორის რუტინულ გარიგებებსა და საკითხებს შეეხება.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთს ორი სუპერძალის ლიდერები ერთი თვის მანძილზე ესტუმრებიან და ასევე პირველი შემთვევა, რომ დროის ასეთი მოკლე პერიოდის განმავლობაში, ქვეყანას გაეროს 4-ვე სხვა მუდმივი წევრი ეწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პეკინს დეკემბერში ეწვია, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი კი - იანვარში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
როიტერი: რუსეთმა და უკრაინამ პირადად გამოხატეს მზადყოფნა ტერიტორიული გაცვლისთვის
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics