|
2019-11-04 16:50:21, 2335 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს არ შეიცავს
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს არ შეიცავს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს სადავო ქმედება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში. „სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საწარმოს საუკეთესო ინტერესი დირექტორისგან სამეწარმეო რისკების გაწევას მოითხოვს. დირექტორი არ უნდა უფრთხოდეს იმას, რომ წარსულში მიღებულ სამეწარმეო გადაწყვეტილებას სასამართლო დანაშაულებრივად მიიჩნევს მხოლოდ მისი უარყოფითი შედეგიდან გამომდინარე, მითუმეტეს, თუ ამ ქმედებიდან არ იკვეთება დომინანტური მდგომარეობის არსებობა ან მისი ბოროტად გამოყენება და შესაძლებელია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გონივრულად განმარტება. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მითითებულია, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს დასახელებულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე. შესაბამისად, ვინაიდან სახალხო დამცველის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სიღრმისეულად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს რამდენად წარმოადგენს სადავო ქმედება სისხლისსამართლებრივ დანაშაულს თუ ის განხილული უნდა იყოს საკორპორაციო-სამართლებრივ ჭრილში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას ბრალდების შინაარსი შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2-ის“ დირექტორობის პერიოდში მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილების არამომგებიანობაზეა დაფუძნებული. საწარმოსთვის არამომგებიანი ხელშეკრულების დადება და მაქსიმალური თანხის არმიღება, პროკურატურის პოზიციით, საწარმოს ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას წარმოადგენს. საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 29 აგვისტოს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო; აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიზანი არ არის პროცესის რომელიმე მონაწილის, მათ შორის, ბრალდებულის მხარდაჭერა, არამედ, მისი დანიშნულებაა დაეხმაროს სასამართლოს განსახილველი სამართლებრივი საკითხის სათანადოდ შეფასებაში.
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)