21:36 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 14:02:04, 9704 ნახვა

მსოფლიო
კოლუმბიის დედაქალაქის მერი ლესბოსელი ქალი გახდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას მერი 49 წლის "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კლაუდია ლოპესი გახდა.

აღსანიშვავია, რომ კლაუდია პოლიტიკაში 20 წლის წინ გამოჩნდა. მას კოლუმბიაში კორუფციასთან ბრძოლაში დიდი წყვლილი მიუძღვის. ლოპესმა ამომრჩეველთა ხმების 35,2% მიიღო და საკუთარ მეტოქეს, ლიბერალ კარლოს ფერნანდო გალანას (32,5%) რამდენიმე პროცენტით გაუსწრო.

"ჩვენ არა მარტო მოვიგეთ, ჩვენ ისტორია შევცვალეთ",-დაწერა საკუთარ Twitter-ში ლოპესმა.

ბოგოტას ისტორიაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებზე ერთ კანდიდატს 1 მილიონზე მეტი ხმა მიეღოს. აღნიშნულ თანამდებობას ლოპესი 2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის დეკემბრამდე დაიკავებს. 2016 წელს კოლუმბია რიგით მეოთხე (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი) სამხრეთამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა. 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics